აჰმადუ აჰიჯოს სტადიონი

აჰმადუ აჰიჯოს სტადიონი — მრავალფუნქციური სტადიონი კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის, მაგრამ ასევე აღჭურვილია მძლეოსნობისთვის საჭირო ობიექტებით. სტადიონი 1972 წელს აშენდა და 42 500 მაყურებელს იტევს.[1] 2016 წლის აფრიკის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1980 წელს სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა 120 000 ადამიანი დაფიქსირდა.[2] სტადიონს იყენებს კამერუნის საფეხბურთო ნაკრები და საფეხბურთო კლუბები „კანონ იაუნდე“ და „ტონერი“.

აჰმადუ აჰიჯოს სტადიონი
[[ფაილი:|300პქ]]
მდებარეობა იაუნდე, კამერუნი
გაიხსნა 1972
აღდგა 2016
ოპერატორი FECAFOOT
საფარი ბალახი
ტევადობა 42,500

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Nigeria beat Cameroon to win the 2016 women's Africa Cup of Nations“.
  2. https://www.11v11.com/teams/cameroon/tab/stats/option/attendances/