აჰასფერის სინდრომი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აჰასფერის სინდრომი (იგივე აღასფერის სინდრომი) ახასიათებს ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას. სინდრომი არ წარმოადგენს ორგანოპათოლოგიას და მასში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას, ოღონდაც დაარწმუნოს მკურნალი მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაში და დაიკაყოფილოს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება, თუნდაც ქირურგიული ოპერაცია გაუკეთონ.

აჰასფერი, გუსტავ დორე.

სინდრომის ეპონიმია აჰასფერი (ლათ. Ahasverus), შუასაუკუნეების ქრისტიანული ლეგენდის პერსონაჟი. ლეგენდა მოგვითხრობს აჰასფერზე, რომელსაც ღმერთმა მიუსაჯა მარადიული ლტოლვილობა, რადგან მან არ მისცა იესო ქრისტეს დასვენების საშუალება ჯვარცმის წინ.

აჰასფერის სინდრომი - Ahasuerus' Syndrome - პირველად აღწერა ექიმმა პაულ ვინგეითმა (Paul Wingate) 1951 წ.

აჰასფერის სინდრომის სხვა ვარიანტებია: ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი, მიუნჰაუზენის რეაქცია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

თვითდაზიანება ახასიათებს სხვა სინდრომებსაც

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ.ბახტაძე; ა.გიგაური; გ.ბახტაძე; თერაპიული ლექსიკონი - ”საქართველო”, თბილისი 1991
  • Paul Wingate, J.Lancet, 1951 I:412-413
  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!