აჯამფაზარის ეკლესია

აჯამფაზარის ეკლესია — ეკლესია სოფელ აჯამფაზრაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობა წარმოადგენს მოზრდილ დარბაზულ ეკლესიას. აგებულია ნახევრად დამუშავებული დიდი კვადრებით. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ საბჯენ თაღს. საკურთხევლის აფსიდში არის ორი ნიშა.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება