ახუწის ციხესიმაგრე

ახუწის ციხესიმაგრე — ციხე სოფელ ახუწაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, საქართველო. ციხე აგებულია შუა საუკუნეებში.

ახუწის ციხესიმაგრე, 1953 წელი

სოფელ ღვადაახუწაში, პატარა კლდის თავზე გაშენებულია ციხე. ციხე აგებულია ქვით. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩამოუდის ხევი. დანარჩენი მხარე შემოსაზღვრულია გალავნით. გალავანი, ქვედა ნაწილშია, ხოლო ციხე უფრო შემაღლებულზე დგას, ამიტომ ნაგებობა ორიარუსიანის შთაბეჭდილებას ახდენს. ციხის აღმოსავლეთ მხარეს არის პატარა ცილინტრულ ფორმის სადგომი, რომელიც გადახურულია კამარით. სწორკუთხა კარით იგი უერთდება ციხეს.

ამჟამად ნაგებობა დანგრეულია. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება