ახმეტა (ახმეტის მწვანე)

ახმეტაადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო.

„ახმეტა“ თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა.

„ახმეტა“ თეთრი შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრადტკბილი. მისი ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

მშრალი ღვინო – ღია ჩალისფერი, უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;

ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები – ღია მომწვანო ოქროსფერი, უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით ხოლო ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის – 10,5 %-ზე ნაკლები;

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის – 10,5 %-ზე ნაკლები;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 16 გ/ლ-ზე ნაკლები;

შაქრიანობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ნახევრად მშრალ ღვინოში უნდა იყოს 4-დან 18-მდე გ/ლ, ხოლო ნახევრად ტკბილ ღვინოში 18-დან 45-მდე გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;

სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილ მოთხოვნებს.

„ახმეტა“ ქარვისფერის ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩაისფრამდე;

არომატი და გემო – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით, რაც მის ტიპი­ურობას განაპირობებს. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით; უნდა ახასიათებდეს ჭაჭაზე მაცერაციის დამახასიათებელი მთრიმლავი გემო;

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12,0 %-ზე ნაკლები;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 22 გ/ლ-ზე ნაკლები;

ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;

სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილ მოთხოვნებს.

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები

რედაქტირება

„ახმეტის“ მიკროზონა მდებარეობს შიდა კახეთში, მდინარე ალაზნის ზედა წელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრე­თი­დან მას ესაზღვრება გომბორის ქედი, დასავლეთიდან – კახეთის ქედი, ჩრდი­ლო­ე­თიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონის ქედი, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან – თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი.

„ახმეტის“ მიკროზონა, ქალაქ ახმეტის გარდა, მოიცავს შემდეგ სოფლებს: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო, ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი და არგოხი.

ვაზის ჯიშები

რედაქტირება

„ახმეტა“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

„ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკრო­ზონაში მოწეული ქისის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი ჯამურად 15 %-მდე.

ვენახის გაშენება, სხვლა-ფორმირება და მოვლა

რედაქტირება

ახმეტის მიკროზონაში ღვინო „ახმეტის“ დასამზადებლად განკუთვნილი სამე­წარ­მეო ვენახები გაშენებული უნდა იყოს 450-800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან;

ვენახის რიგთაშორის მანძილი შეიძლება იყოს 1-დან 2,5 მეტრამდე;

ვაზთაშორის მანძილი რიგში 0,8-1,5 მეტრი;

შტამბის სიმაღლე – 60-90 სმ;

სხვლის ფორმა – ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული, ან თავისუფალი.

ვაზის გაშენება, მისი გასხვლა-ფორმირება და დაცვა მავნებლებისა და დაავადებები­საგან, აგრეთვე, ნიადაგის დამუშავება, მისი განაყოფიერება და სხვა ოპერაციები ხორციელდება ყურძნის მწარმოებლის მიერ შერჩეული აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამისად.

ყურძნის სიმწიფე, რთველი, ტრანსპორტირება

რედაქტირება

„ახმეტა“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინისთვის და 22%-ზე ნაკლები – ნახევრად ტკბილი ღვინისთვის;

ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით.

დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრე­ბის გამოყენება.

ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინ­ძურებისაგან.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი

რედაქტირება

ყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 8 ტონას.

ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

65,0 დალს – ერთი ტონა ყურძნიდან;

520,0 დალს – ერთი ჰა ვენახიდან.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა

რედაქტირება

ღვინო „ახმეტის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.

ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ხოლო ბოთლებში ჩამოსხმა – კახეთის ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, ყურძნის გატანა ახმეტის მიკროზონიდან გადასამუშავებლად და ღვინის გატანა კახეთის მევენახეობის ზონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.

ღვინო „ახმეტა“ თეთრი მზადდება თვითნადენი ტკბილის სრული ან არასრული ალკოჰოლური დუღილის გზით.

ღვინო „ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ ქვევრში, დურდოზე (ჭაჭა-კლერტის მთლიან რაოდენობასთან ერთად). ალკოჰო­ლური დუღილის დამთავრების შემდეგ, ქვევრს გადაავსებენ ანალოგიური ღვინით და დააყოვნებენ დურდოზე არანაკლებ რთველის მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

ღვინო „ახმეტის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

ღვინო „ახმეტის“ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმა­რებლო ტარაში დაფასოებული სახით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება