ახმად-არენა (რუს. Ахмат-Арена) — საფეხბურთო კლუბ „ახმადის“ საშინაო არენა. მდებარეობს ქალაქ გროზნოში უმარ სადაევის ქუჩაზე, ტევადობა - 30 597 მაყურებელი. აგებულია 2006-2011 წლებში.

2004 წელს გამოიყო ფინანსები ახმად კადიროვის სახელობის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისათვის[1], ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია შეიმუშავეს 2005 წელს[2].

მშენებლობა დაიწყო 2006 წელს და გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წელი. 2011 წლის გაზაფხულზე ექსპლუატაციაში შევიდა სპორტკომპლექსის ნაილი - სპორტული არენა 30 ათასი ადგილით. სპორტკომპლექსი გახდა მთელს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ნაგებობა თავისი არქიტექტურული შესრულებით. სამუშაოები მიმდინარეობდა UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებით. სტადიონი გახდა რესპუბლიკის სახე და მისი ყველაზე მთავარი ობიექტი. თავად არენა შედგება ორი ნაწილისაგან. დასავლეთი ტრიბუნა А 9 ათას კაცს იტევს, ხოლო აღმოსავლეთის ტრიბუნა B- 21 ათას კაცს. ასევე გამოყოფილია ადგილები ინვალიდებისათვის. ახმად-არენა აღჭურვილია ვივეოკონტროლით. სულ ახმად-არენის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 432 კამერა.

ახმად-არენის გახსნა შედგა 2011 წლის 11 მაისს. სტადიონის გახსნის პროგრამაში შედიოდა ლაზერული შოუ და ცნობილი ჩეჩენი და მსოფლიო შემსრულებლების გამოსვლები, კერძოდ, C. C. Catch, ტოტო კუტუნიო, ალ ბანო, კრეიგ დევიდი. პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა ამავე დღეს: მოედანზე გამოვიდა გუნდი „კავკასია“ რამზან კადიროვის, არსენ კანოკოვის, ნიკიტა ისაევის, რინატ დასაევის შემადგენლობით და „მსოფლიო ნაკრები“ დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით, გუნდში თამაშობდნენ ენცო ფრანჩესკოლი, ლუიშ ფიგუ, ფრანკო ბარეზი, ალექსანდრო კოსტაკურტა, ივან სამორანო, ფაბიენ ბარტეზი, ჟან-პიერ პაპენი, რობი ფაულერი და სხვები. კავკასიამ გაიმარჯვა ანგარიშით 5:2[3].

2011 წლის 20 მაისს სტადიონზე გაიმართა რუსეთის პრემიერ-ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი. გროზნოს „ახმადმა“ მოუგო „ანჟის“ 1:0.

2013 წლის 1 ივნისს გაიმართა რუსეთის თასის 2012/2013 წლების ფინალი: „ცსკა მოსკოვი“ და „ანჟი“, რომელშიც პენალტების სერიით გაიმარჯვეს მოსკოველებმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება