ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით. ეკლესია დარბაზულია. ხუროთმოძღვრული ძეგლი მიეკუთვნება XII - XIII საუკუნეებს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა შუაში თაღოვანი სარკმლით. აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია, აფსიდის შუა ადგილზე დევს ტრაპეზის ქვა, შესასვლელი კარები სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სარკმელია, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ყრუა, ეკლესია გადახურულია ნახევრწრიული კამარით, რომელიც ეყრდნობა ტრიუმფალურ და ერთ თაღს, თაღები ეყრდნობიან კრონშტეინებს, კამარის დასავლეთი ნაწილი ახალი აღდგენილია და ბეტონისაა, ეკლესია ნაშენია საკმაოდ დიდი ზომის კლდის ქვით და ნატეხი ქვით, ეკლესიის სახურავი და იატაკი ახალი აღდგენილია

ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება