ახალშენის ორმალიანი ხიდი
ახალშენის ორმალიანი ხიდი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში.
ისტორია
რედაქტირებახიდი წარმოადგენს ორმალიან ნაგებობას. აგებულია დაუმუშავებული ქვით. ნახევარწრიული მალის თაღები გადაყვანილია დამუშავებული ქვის კვადრებით. ხიდის შუაში დაბალი, მასიური ბურჯია. მასზე მდინარის დინების საწინააღმდეგო მხრიდან მიდგმულია კონუსური ფორმის კონტრფორსი. ხიდის სავალი ნაწილი მოკირწყლულია.
ახალშენის ორმალიან ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-31.