ახალქალაქის საერისთავო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯავახეთის (ახალქალაქის) საერისთავო წრმოიქმნა X ს-ის 60-იან წლებში, როდესაც ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონმა (957-967) ეს მხარე შეიერთა და იქ თავისი ერისთავი დასვა. მის არსებობას ადასტურებს კუმურდოს ტაძრის წარწერები, რომლებიც ორ სხვადასხვა ერისთავს ასახელებენ. ჯავახეთის ერისთავები ამ დროიდან 1023 წ-მდე მარუშიანები უნდა ყოფილიყვნენ. XI-XIII სს-თა მთელ სიგრძეზე ჯავახეთის ერისთავები იყვნენ ჯერ თმოგველები, შემდგომ - თორელები. XII-XIII სს-ში თორელებს მამულები ჰქონდათ საკუთრივ თორში, ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში. XIV ს-დან თორელებს ჯაყელები ავიწროებენ, ისინი ტოვებენ თორს და შიდა ქართლში სახლდებიან. მათი საგამგებლო მხარეები ჯაყელთა მიწებში ექცევა. დაახლოებით XIV ს-ის მეორე ნახევარში ჯავახეთის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა. საერისთავო ტერიტორია ჯაყელთა ხელში გადავიდა.[1]