ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი
(გადამისამართდა გვერდიდან ახალქალაქის გერბი)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | დამტკიცებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №94 დადგენილებით, 6 ივლისი, 2010 წ. |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | მწვანე მთა, მეწამული ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს ძნა, სამი ვერცხლის ყაბიწი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მწვანე ბაფთა |
დევიზი | ახალქალაქი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი, იყოფა სამ ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე გამოსახულია მწვანე მთა, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი;
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ძნა.
- III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე მარჯვნიდან მარცხნივ ეშვება სამი შემცირებული ვერცხლის ყაბიწი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ახალქალაქი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება