ახალუხალი
ახალუხალი — დღესასწაულის ან საზეიმო სტუმრობის დროს ქალიშვილებისა და ვაჟების სამხიარულო თავყრილობა, ლხინი ხევსურეთში. იკრიბებოდა ახალგაზრდობის თაოსნობით რომელიმე ოჯახში და ამ ოჯახს მასპინძლობა ევალებოდა. პურობასთან ერთად იმართებოდა ცეკვა-თამაში, ლექსობა და სხვა.
ახალუხალი უმთავრესად სხვა სოფლიდან მოსული სასურველი სტუმრის პატივისცემად იცოდნენ, განსაკუთრებით ხშირად მართავდნენ ქორწილთან დაკავშირებით, პატარძლის პატივისცემის ნიშნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოჩიაური თ., ქსე, ტ. , გვ. 96, თბ., 1977