ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი — ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ოქროს ჭედური ხატი ახალი შუამთის მონასტრიდან.

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატის უკანა მხარე, 44 სანაწილეთი

ხატის აღწერა

რედაქტირება

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი. ხატს ზურგზე 44 სანაწილე აქვს.

ხატი დღესდღეობით ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება