ახალი მარადონა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ახალი მარადონა ან ახალი დიეგო — წოდება, რომელსაც პრესა და საზოგადოება პერიოდულად ანიჭებდა იმედის მომცემ არგენტინელ საფეხბურთო ტალანტებს და მათ სახელს დიეგო მარადონასთან აკავშირებდა. მას შემდეგ რაც მარადონამ კარიერა დაასრულა, ხალხს ჰქონდა მოლოდინი რომ გამოჩნდებოდა ისეთი მოთამაშე რომელიც არგენტინის ნაკრებს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისკენ გაუძღვებოდა (როგორც ეს მარადონამ ქნა 1986 და 1990 წლებში). შედეგად, პრესა ამ წოდებას უამრავ არგენტინელ ტალანტს ანიჭებდა (მაგალითად ლიონელ მესი და ხუან რომან რიკელმე), მიუხედავად იმისა იყო თუ არა კონკრეტული ფეხბურთელისა და დიეგო მარადონას სტილს შორის მსგავსება. ამ სტატუსს ძირითადად იღებდნენ თავდამსხმელები, გარემარბები და შემტევი ნახევარმცველები. ლიონელ მესიმ მოახერხა არგენტინის ნაკრების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ორჯერ გაყვანა (2014, 2022), რითაც ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონასთან გათანაბრება შეძლო.