ახალგორის წმინდა მარინეს ეკლესია
ახალგორის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სასაფლაოსთან (ადგილი „ტახტაბანი“). გეგმით მართკუთხა მოხაზულობის, დარბაზული ნაგებობა, აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდება. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო არქიტრავული ნიშაა მოთავსებული. კონქი ნაწილობრივ ჩამონგრეულია. გადახურვა და დასავლეთი კედელი აღარ არსებობს. ძეგლი ნაგებია ყორექვით დუღაბზე. ნაწილობრივ გამოყენებულია ქართული აგური. იატაკი ამოვსებულია მიწით და ქვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 13. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.