ახალგორის მიქელ-გაბრიელის ეკლესია
ახალგორის მიქელ-გაბრიელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ახალგორის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია, აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხევლითაა დასრულებული. აბსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სწორკუთხა ნიშაა სამხრეთითაც. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. შესასვლელის თავზე არქიტრავული სარკმელია. ეკლესიის იატაკი ცემენტის ხსნარითაა მოლესილი.
ეკლესიას სამხრეთიდან გეგმით სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება; ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სამხრეთ კედელში ორი ნიშია მოთავსებული. კამარა შეისრულია. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა. მინაშენის დასავლეთით იკითხება კედლის ქვედა წყობა. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. სახურავი აყრილია. კედლები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 12. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.