ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევები
ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორის სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთი კედელი, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა. ძეგლი ამოვსებულია მიწით. ამოსულია დიდი ზომის მცენარეები. ეკლესიის გარშემო ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 23. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.