ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესია
ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნანგრევებად ქცეული, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ახალგორის აღმოსავლეთით 2,5-3 კმ. ნასოფლარ „ფიჭვნარის“ თავზე ჩრდილოეთის მიმართულებით. შემორჩა მისი ჩრდილოეთი კედელი კამარის ქუსლის დონეზე და აღმოსავლეთი კედელი სარკმლით, აბსიდის კონქის გარეშე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია საშუალო ზომის რიყის ქვა. ეკლესიის ჩრდილოეთით გალავნის კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 22. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.