ახალგორის ეკლესია

ახალგორის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო  ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სასაფლაოზე, რომელიც სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ქართული აგურითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია ასეთივე სწორკუთხა საკურთხეველი. აქვე დგას დიდი ზომის ტრაპეზის ქვა.  ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. კამარა ცილინდრულია. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 18