ახალგაზრდა ფეხბურთელთა ასოციაცია

ახალგაზრდა ფეხბურთელთა ასოციაცია შემოკლებით "აფა" არის საქართველოს მინი-ფეხბურთის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 2006 წლის 3 სექტემბერს. გუნდი თამაშობს შავ-ყვითელ ფერებში, სახლის სტადიონი არის აფა სტედიუმი.

აფა
ლოგო
სრული სახელი ახალგაზრდა ფეხბურთელთა ასოციაცია
მეტსახელი ოქროს ლომები (Golden Lions)
დაარსდა 3 სექტემბერი, 2006
სტადიონი AFA Stadium თბილისი
(ტევადობა: 1,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა სოსო & დათო თავართქილაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა ლევან ლორთქიფანიძე
კაპიტანი საქართველოს დროშა გიორგი თავართქილაძე
ლიგა Friendship Championship
2008-2009 1-ლი ადგილი

ისტორია რედაქტირება

95-წლიდან ფიზკულტურის ინსტიტუტის სტადიონზე ვარჯიშობდა გუნდი სახელწოდებით "აფა", გუნდი საკმაოდ მაღალ დონეზე გამოდიოდა სხვადასხვა ტურნირებზე. 2000 წელს "აფა" გაემგზავრა ერევანში სადაც მოიგო "Friendship Championship"-ის თასი. ეს იყო გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, ამის შემდეგაც გუნდს მრავალი ტიტული აქვს მოგებული. 2004 წელს "აფა" დაიშალა ფინანსური პრობლემების გამო, გუნდმა შეწყვიტა არსებობა, ფეხბურთელებმაც სხვა კლუბებს მიაშურეს. 2006 წელს აფა-ს ფეხბურთელები ერთმანეთს 2 წლის განშორების შემდეგ ისევ შეხვდნენ, რის მერეც აფაელებმა გადაწყვიტეს გუნდი ისევ გაეცოცხლებინათ და 3 სექტემბრის 2006 წელს ს.კ. აფა ისევ დაბრუნდა. გუნდის დაარსებას სათავე ჩაუყარეს ძველმა აფაელებმა (გიორგი თვალავაძემ და გიორგი თავართქილაძეძ) და ს.კ. სპორტლიდერის ფეხბურთელმა (გიორგი პეტრიაშვილმა). გუნდი მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, 2007-2008 წელს აფამ მე-3 ადგილი დაიკავა "თანამეგობრობის თასზე", ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კი "ფორუმის თასი"-ს გამარჯვებული გახდა.

შემადგენლობა 2012/13 რედაქტირება

სახელი ნომერი ეროვნება
მეკარე
კახა ჭიკაძე 1  
გიორგი დანელია 99  
მცველი
გიორგი პეტრიაშვილი 4  
გიორგი მეტრეველი 6  
ლუკა ბერაძე 18  
ნახევარმცველი
გიორგი თავართძილაძე (კაპიტანი) 13  
გიორგი თვალავაძე (ვიცე-კაპიტანი) 77  
თავდამსხმელი
თადე თოდუა 5  
გიორგი გელაშვილი 9  
თემო ლოლაძე 10  
სანდრო ბრელიძე 11  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება