აჩარია
აჩარია (სან. आचार्य, Ācārya IAST) — რელიგიური წინამძღოლის ტიტული ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში.
ეტიმოლოგია
რედაქტირებამომდინარეობს სანსკრიტული სიტყვის ძირიდან „ჩარ-ი“ ან „ჩარი-ა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „მას, ვინც ასწავლის“ (ანუ „მაგალითი“, „ნიმუში“, „მოძღვარი“)
სიტყვა „აჩარია“ მიანიშნებს პიროვნებაზე, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე მოძღვარი, მასწავლებელი და რომელიც პირველ რიგში ტავად არის მაგალითი იმისა, რასაც ასწავლის, ანუ აჩარია არის ის, ვინც თავისი პირადი მაგალითით ასწავლის.
ამდენად, სიტყვა აჩარიას აქვს ორი ძირითადი ასპექტით მნიშვნელობა:
- აჩარია არის „ის, ვინც ასწავლის“
- აჩარია არის „ის, ვინც თავად არის მაგალითი იმისა, რასაც ასწავლის.“
ინდუიზმი და აჩარია
რედაქტირებაინდუიზმში აჩარია არის „ღვთაებრივი პიროვნება“ (სანსკ. महापुरुश), რომელიც მოევლინება ხოლმე საზოგადოებას იმისთვის, რომ დაამყაროს ან არადგინოს განსაზღვრული რელიგიური ან ფილოსოფიური პრინციპები.
აჩარია წარმოადგენს პატივცემულ გურუს, რომელიც, როგორც წესი, სრულყოფილად ფლობს ცოდნას სანსკრიტის და ინდუიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიის, მაგ: ვედანტას შესახებ. აჩარიები ხშირად იყვნენ განსაზღვრული სამპრადაიას (ფილოსოფიური ან საღვთისმეტყველო სკოლა ინდუიზმში) ლიდერები. აჩარიები ასწავლიან, ხელმძღვანელობენ პრინციპით — თუ თავად მოძღვარმა ვერ დაინახა და აღიარა ჭეშმარიტება, ის ვერ შეძლებს სხვების დარწმუნებას.
აჩარია ვალდებულია, სრულიად გაიაზროს ის, რასაც ასწავლის. ჭეშმარიტი აჩარიას ხელში წმინდა წერილები (შასტრები) წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის დახმარებით მიჰყავს მას თავისი მიმდევრები ჭეშმარიტების სეცნობამდე. როგორც შასტრა, ისე აჩარია გასაღების როლს ტამაშობს ჭეშმარიტების დადაგენასა და სეცნობაში. ორივე მათგანს მიმდევრები ერთნაირი პატივისცემით ეპყრობიან. აჩარია წარმოადგენს წმინდა წერილების ცოცხალ განსახიერებას და ფლობს იმის უნარს, რომ მისმა მიმდევრებმა თავად შეიცნონ ჭეშმარიტება.
ინდუიზმის ძალიან ცნობილი აჩარიები იყვნენ:
- შანკრატა
- პამანუჯა
- მადხვა
- ნიმბარკა
- ვალაბხა
ჯაინიზმი და აჩარია
რედაქტირებაჯაინიზმში აჩარია ბერია. სიტყვა „სური-ს“ აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც „აჩარიას“. აჩარია არის აგრეთვე ლიდერი, მთავარი ხელმძღვანელი ჯაინების ბერ-მონაზვნურ იერარქიაში. ის ფლობს ახალი ბერ-მონაზვნების მიღება-განბანვის რიტუალის ხელისუფლებას, შეუძლია დაამყაროს ახალი მურტები (წესები) და სხვ. ხშირად ის გადასცემს ტავის უფლებამოსილებას სპეციალურად ამისავის დანიშნულ რომელიმე ბერს.
ზოგიერი ცნობილი აჩარია ჯაინიზმში, ქრონოლოგიური ტანმიმდევრობით:
- გაუტამ განადჰარა
- განაჰარ სუდჰარმა სვამი
- ჯამბუ სვამი
- ბჰადრაბახი - მისი მოწაფე იყო ჩანდრაგუპტა მაურია
- სტჰულაბჰადრა - ტრადიცია შვეტამბარა
- კუნდაკუნდა - ტრადიცია დიგანბარა
- სამანტაბჰადრა - ტრადიცია დიგამბარა
- სიდჰასენა დივაკარი
- მანატუნგა - ბჰაკტამარ-სტოტრის ავტორი
- ჰარიბჰადრა - ტრადიცია შვეტამბატა
- აკალანკა - ტრადიცია დიგამბარა
- ვირასენა - ტრადიცია დიგამბარა
- ჯინასენა - ტრადიცია დიგამბარა, იყო რაშტრაკუტების დინასტიის მეფისნაცვალი (800-880 წწ.)
- ნემიჩანდრა - ტრადიცია დიგამბარა
- ჰემაჩანდრა - ტრადიცია შეტამბარა, კუმარაპალას (1089—1172)მეფისნაცვალი.
- ჰირა ვიჯაია სური — ტრადიცია შვეტამბარა. მოწვეულ იქნა აქბარის მიერ
- აჩარია რაჯენდრასური - ტრადიცია შვეტამბარა (1827—1906)
- შანტისაგარი - ტრადიცია დიგამბრა (1872—1955)
ჯაინიზმის ზოგიერთ სექტაში მაგ: ტერაპანტიში არის მხოლოდ ერთი აჩარია, მაშინ როცა სხვა სექტებში მრავალი აჩარიაა.
ჯაინების ოჯახში დაიბადა ოშო, რომელიც 1971 წლამდე ცნობილი გახდა, როგორც აჩარია რაჯნიში.
ბუდიზმი და აჩარია
რედაქტირებაბუდიზმში აჩარია ახალი ბერის ორიდან ერთ-ერთი მრჩეველია. მაჰაიანის ტრადიციაში, ეს საპატიო წოდება ენიჭებოდა ცნობილ მეცნიერებს და ამასთან, ის იყო შედარებით უფრო ზოგადი, ვიდრე „პანდიტას“ მსგავსი ეპითეტი. ტიბეტურ ბუდიზმში ტიტული აჩარია ენიჭებათ, როგორც აკადემიკოსის წოდება ტრადიციული (ტანტრული) ფილოსოფიური განათლების პროცესში. იაპონურ სინგონის სკოლაში ტიტული „აძიარი“ ენიჭება კვალიფიციურ სასულიერო პირებს, რომლებმაც მთა კოიაზე მიიღეს განათლება. ტაილანდში ტიტული „აჯანი“ წარმოდგება სანსკიტულიდან და ეწოდება ბუდისტური უნივერსიტეტის მასწავლებლებს, აგრეთვე ბერებს, რომლებიც წვიმების სეზონში ათ ტრადიციულ რიტუალს ატარებენ.