აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა 2009

აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა (ინგლ. economic stimulus plan), ასევე ამერიკის განახლებისა და რეინვესტიციის აქტი (ინგლ. American Recovery and Reinvestment Act), აქტი მიღებული აშშ-ის კონგრესის მიერ 2009 წელს. წარმოდგენილი იყო ორი ვერსია, ერთი წარმომადგენელთა პალატისა, ხოლო მეორე — სენატისგან. 2009 წლის 11 თებერვალს მოლაპარაკებები კონგრესში დასრულდა $789 მილიარდის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე შეთანხმებით, რომელსაც პრეზიდენტი ობამას ხელმოწერა სჭირდებოდა საბოლოო დამტკიცებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს აწერს სტიმულირების პაკეტის კანონს 2009 წლის 17 თებერვალს.

გეგმა ძირითადად ემყარება პრეზიდენტ ბარაკ ობამას წამოყენებულ წინადადებას და მისი დანიშნულება იპოთეკური ბაზრის ჩავარდნით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანაა. გეგმა მოიცავს ფედერალური გადასახადების შეკვეცას, უმუშევართა შემწეობის გაზრდასა და სხვა სოციალური დაცვის მექანიზმებს, ასევე კაპიტალდაბანდებას განათლებაში, ჯანდაცვაში და ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ენერგიის სექტორში. ეს გეგმა გაცილებით მასშტაბურია 2008 წლის ეკონომიკის სტიმულირების აქტთან შედარებით, რომელიც ძირითადად მოსახლეობისთვის გადასახადების ნაწილის დაბრუნებას მოიცავდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება