აშრაფ ნაზირ ოღლუ ჰეიბატოვი (აზერ. Əşrəf Nəzir oğlu Heybətov, დ. 18 თებერვალი, 1951) — აზერბაიჯანელი მხატვარი, იუნესკოს ხელოვანთა ფედერაციის წევრი, ევროპაში აზერბაიჯანის კულტურის მოღვაწეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მშვიდობის საერთაშორისო ელჩი, კავშირის საპატიო წევრი, აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (2018).

აშრაფ ჰეიბატოვი
დაიბადა 18 თებერვალი, 1951(1951-02-18) (73 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო

ბიოგრაფია რედაქტირება

აშრაფ ჰეიბატოვი დაიბადა 1951 წლის 18 თებერვალს ბაქოში. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტი 1979 წელს. ის არის ევროპაში აზერბაიჯანის კულტურის მოღვაწეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მშვიდობის საერთაშორისო ელჩი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის საპატიო წევრი, რუსეთის მხატვართა კავშირისა და რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების წევრი. ასევე იუნესკოს ხელოვანთა ფედერაციის წევრი 1991 წლიდან.

სქოლიო რედაქტირება