აშკენაზი ებრაელების სინაგოგა (ბაქო)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აშკენაზი ებრაელების სინაგოგა — მნიშვნელოვანი რელიგიური ნაგებობა აზერბაიჯანის დედაქალაქ, ქალაქ ბაქოში, მდებარეობს ქალაქის ცენტრში [1]. ის მოქმედი სინაგოგაა.

აშკენაზი ებრაელების სინაგოგა (ბაქო)

1946 წელს ამჟამინდელი სინაგოგის მშენებლობისთვის გამოიყო ყოფილი სამოქალაქო თავდაცვის საწყობის შენობა ნახევრად სარდაფში, კორგანოვის, ახლანდელი რასულ რიზისა და პერვომაისკაიას, ახლანდელი დილიარა ალიევის ქუჩების კუთხეში [2].

აზერბაიჯანში ქართველ ებრაელთა საზოგადოებასთან ერთად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და გადაიარაღება თემების საჭიროებებისათვის. აშენდა ორი სამლოცველო დარბაზი: ერთი დიდი აშკენაზებისთვის, მეორე პატარა ქართველი ებრაელებისათვის. თანხები შეგროვდა აზერბაიჯანის ებრაელების ნებაყოფლობითი შემოწირულების შედეგად.

სინაგოგა მოქმედებდა 2002 წლამდე, როდესაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური მოქმედებების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა საზოგადოების ამჟამინდელი ხელმძღვანელი გენადი ზელმანოვიჩი, თანხები შეგროვდა სინაგოგის რეკონსტრუქციისთვის.

ამასთან, გაირკვა, რომ დანგრეული შენობის რეკონსტრუქცია ტექნიკურად შეუძლებელი იყო და გადაწყდა ახალი სინაგოგის აშენება ძველი შენობის ადგილზე, თემების ყველა საჭიროებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით.

მშენებლობა განხორციელდა 2002 წლიდან 2003 წლამდე პროექტის მიხედვით და არქიტექტორ გარბერის ხელმძღვანელობით.

2003 წლის 9 მარტს, სინაგოგის ახალი შენობის საზეიმო გახსნა მოხდა დიდი ზეიმით. გახნით ღონისძიებას უამრავი სტუმარი, აზერბაიჯანიდან და საზღვარგარეთიდან, სპონსორები, აზერბაიჯანის ყველა რელიგიური აღმსარებლობის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.[3][4][5].

2011 წელს სინაგოგის რაბინი იყო შნეორ სეგალი[6].

გარდა ამ სინაგოგისა რამდენიმე სხვა სინაგოგაც ფუნქციონირებს აზერბაიჯანის დედაქალაქში, ასევე ქალაქებში ყუბასა და ოღუზში. ხოლო აღნიშნული სინაგოგა, ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.

2003 წლის სექტემბერში ბაქოში გაიხსნა პირველი ებრაული სკოლა. პირველი ოფიციალური ებრაული კურსები აზერბაიჯანში 1987 წელს გაიხსნა. ბაქოსა და ყუბაში 5 ებრაული სკოლაა, სადაც 1450 სკოლის მოსწავლეა მომზადებული.

აშკენაზი ებრაელები

რედაქტირება

ბოლო სტატისტიკის თანახმად, ბოლო დრომდე აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ათასი ებრაელი ცხოვრობდა, რომელთა ნახევარმა დატოვა საზღვრები პერსპექტიული სამუშაოს ძიებაში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანის ებრაელი მოსახლეობის 90 % მთის ებრაელები არიან. აშკენაზი და ქართველი ებრაელები აზერბაიჯანში კი მეორე მსოფლიო ომის ბოლოს 1946-1947 წლებში დასახლდნენ.

რესურსები ინტენეტში

რედაქტირება
  1. „Синагога ашкеназских евреев“.[მკვდარი ბმული]
  2. „Евреи Баку“. Наш Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-11.
  3. „В Баку открыта новая синагога ашкеназских (европейских) и грузинских евреев“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  4. „New Jewish Synagogue Opens in Baku“. Azerbaijan International. ციტირების თარიღი: 30 January 2017.
  5. „Synagogues“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13.
  6. „Report: Iranian plot on Israeli rabbis foiled in Azerbaijan“. The Washington Times.