ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აშიკაგა იოშიმიცუ (足利 義満, გ. 25 სექტემბერი, 1358 – 31 მაისი, 1408) - ასიკაგას დინასტიის მესამე სიოგუნი, რომლის მმართველობა გრძელდებოდა 1368 წლიდან 1394 წლამდე, მურომაჩის პერიოდში. ის იყო აშიკაგა იოშიაკირას მესამე ვაჟი, მისი ბავშვობის სახელი იყო ჰარუო (春王).

აშიკაგა იოშიმიცუ
足利 義満
[[ფაილი:|250პქ]]
სიოგუნი
მმართ. წლები: 1368–1394
წინამორბედი: აშიკაგა იოშიაკირა
მემკვიდრე:

აშიკაგა იოშიმოჩი

აშიკაგა იოშინორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1358 წლის 25 სექტემბერი
გარდ. თარიღი: 1408 წლის 31 მაისი (49 წლის)
ხელმოწერა: [[ფაილი:
|125პქ]]

იოშიმიცუ დაინიშნა სიოგუნად, 1368 წელს, ათი წლის ასაკში. ოცი წლის ასაკში ის მიიღეს იმპერიულ სასამართლოში, როგორც დიდი მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი.

1379 წელს მან რეორგანიზაცია მოახდინა დაწესებულების Gozan Zen 五山禅 ინსტიტუციური ჩარჩოების. ორი წლის შემდეგ კი გახდა მეომრების (სამურაების) კლასის პირველი პირი და მასპინძლობდა იმპერატორს თავის კერძო რეზიდენციაში. 1394 წელს იოშიმიცუ გახდა სახელმწიფოს დიდი კანცლერი, იმპერიული სასამართლოს უმაღლესი რანგის წევრი.

1395 წელს ყველა საჯარო ოფისიდან გადადგა და გადავიდა კიტაიამა-დონოში (北山殿), თავის საპენსიო ვილაში, ის ამაყობდა პავილიონით, რომლის ორი მესამედი დაფარული იყო ოქროს ფოთლებით. მან იქ ექვსჯერ მაინც მიიღო ელჩები მანგისა და ჯოსონის სასამართლოებიდან და გააყალბა ჩინეთ-იაპონური სავაჭრო შეთანხმების პირობები, რომელიც საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. მისი დიპლომატიური ძალისხმევის ნიშნად, ჩინეთის სუვერენმა იოშიმიცუ „იაპონიის მეფედ“ გამოაცხადა.

1407 წელს მან განიზრახა მიეღო ტიტული: "Dajō tenno" (太上天皇), რომელიც ძირითადად გადამდგარ იმპერატორებს ენიჭებოდათ. მომდევნო წელს ის მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს გეგმა კი განუხორციელებელი დარჩა. მაგრამ მისგან ეს ნაბიჯი ძალიან გაბედული იყო, რადგან ის არასდროს მჯდარა იაპონიის იმპერატორის ტახტზე. სიკვდილის შემდეგ მისი სახელი იყო როკუონინი (鹿苑院).

იოშიმიცუმ მოაგვარა განხეთქილება ჩრდილოეთ და სამხრეთ სასამართლოებს შორის 1392 წელს, როდესაც მან დაარწმუნა სამხრეთის კარის იმპერატორი გო-კამეიამა გადაეცა საიმპერატორო რეგალია ჩრდილოეთის იმპერატორ გო-კომაცუსთვის. იოშიმიცუს ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა იყო ის, რომ მან შეძლო ნანბუკო-ჩოს ბრძოლის დასრულება. ამ მოვლენამ მისი ავტორიტეტის გამყარება განაპირობა. [1]

1394 წელს მისი ვაჟი აშიკაგა იოშიმოჩი დაამტკიცეს მეოთხე სიოგუნად. იოშიმიცუმ კი სიკვდილამდე გააგრძელა სიოგუნის ავტორიტეტის შენარჩუნება. [2]

მურომაჩი

რედაქტირება

მან ააშენა თავისი საცხოვრებელი შტაბი მურომაჩის გზის გასწვრივ, კიოტოს ჩრდილოეთ ნაწილში, 1378 წელს. შესაბამისად, იაპონურად, აშიკაგა იოშიმიცუს მოიხსენიებენ, როგორც მურომაჩის სიოგუნას, ხოლო იმ პერიოდს, როგორც მურომაჩის პერიოდს.

[3]

ოქროს პავილიონის ტაძარი

რედაქტირება

იოშიმიცუ მოულოდნელად გარდაიცვალა 1408 წელს, 49 წლის ასაკში. გარდაცვალების შემდეგ, მისი საპენსიო ვილა (კიოტოს მახლობლად) გახდა როკუინ-ჯი, რომელიც

დღეს თავისი სამსართულიანი, ოქროს ფოთლებით დაფარული რელიქვიით არის ცნობილი, რასაც  „კინკაკუ“ ეწოდება. ტაძარი იდენტიფიცირებულია, როგორც კინკაკუ-ძი, ანუ ოქროს პავილიონის ტაძარი. იქ იოშიმიცუს ქანდაკებაც არის ნაპოვნი. [4]

 
კინკაკუ


  1. Turnbull, Stephen. (2005). Samurai Commanders, p. 31., p. 31, at Google Books
  2. Titsingh, p. 325., p. 325, at Google Books
  3. Morton, W. Scott et al. (2004). Japan: Its History and Culture, p. 89., p. 89, at Google Books
  4. Pier, Garrett. (1915). Temple Treasures of Japan, pp. 228–237., p. 228, at Google Books