ირანის ქურთისტანი

(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთი ქურთისტანი)

ირანის ქურთისტანი ან აღმოსავლეთ ქურთისტანი (ქურთ. Rojhilatê Kurdistanê; სორ. ڕۆژهەڵاتی کوردستان) — ეთნო-გეოგრაფიული რეგიონის — ქურთისტანის აღმოსავლეთი ნაწილი, ქურთებით დასახლებული ირანის ტერიტორიის არაოფიციალური სახელწოდება. რეგიონი მდებარეობს ირანის ჩრდილო-დასავლეთით, ესაზღვრება ერაყსა და თურქეთს, და მოიცავს ქვეყნის ისეთ ოსტანებს, როგორებიცაა ქურთისტანი, ქირმანშაჰი, ჰამადანი, ილამის ნაწილს, დასავლეთ აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთი ხორასანის ძირითად ნაწილებს[1][2][3][4][5].

ქურთებით დასახლებული ტერიტორია აღნიშნულია ყვითლად

ქურთულ ტრადიციაში ირანის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი მიჩნეულია დიდი ქურთისტანის ნაწილად, რომელიც ასევე მოიცავ ჩრდილოეთ ქურთისტანს (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი), როჟავასა (სირიის ჩრდილოეთი) და სამხრეთ ქურთისტანს (ერაყი)[6].

2006 წლის ირანის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის ოთხ პროვინციაში ჯამში სულ მცირე 6 738 787 ეთნიკურად ქურთი ცხოვრობს. ასე მაგალითად დასავლეთ აზერბაიჯანში — 2 873 459 კ., ქირმანშაჰის პროვინციაში — 1 879 385 კ., ქურთისტანის პროვინციაში — 1 440 156 კ., ხოლო ილამის პროვინციაში კი 545 787 კ. ცხოვრობს[7].

  1. ირანის ქურთისტანი, გვ. 128, Google წიგნებში
  2. ირანის ქურთისტანი, გვ. 118, Google წიგნებში
  3. Federal Research Division, 2004, Iran: A Country Study, Kessinger Publishing, ISBN 1-4191-2670-9, ISBN 978-1-4191-2670-3, p. 121, "The Kurdish area of Iran includes most of West Azerbaijan."
  4. Youssef Courbage, Emmanuel Todd, 2011, A Convergence of Civilizations: The Transformation of Muslim Societies Around the World, p. 74. Columbia University Press, ISBN 0-231-15002-4, ISBN 978-0-231-15002-6. "Kurds are also a majority of the population in the provinces of Kermanshah, West Azerbaijan, and Ilam."
  5. William Eagleton, 1988, An Introduction to Kurdish Rugs and Other Weavings, University of California, Scorpion, 144 pages. ISBN 0-905906-50-0, ISBN 978-0-905906-50-8. "Iranian Kurdistan is relatively narrow where it touches the Soviet border in the north and is hemmed in on the east by the Azerbaijani Turks. Extending south along the border west of Lake Urmia is the tribal territory."
  6. Kurdish Awakening: Nation Building in a Fragmented Homeland, (2014), by Ofra Bengio, University of Texas Press
  7. Iran Provinces. statoids.com.