აღმოსავლეთის ქარი: დასავლეთის ქარი

აღმოსავლეთის ქარი : დასავლეთის ქარი: — ამერიკელი მწერლის, პერლ ბაკის რომანი, რომელიც 1930 წელს დაიბეჭდა[1]. რომანში აქცენტი კეთდება ჩინელ ქალზე, ქვეი-ლენზე და ამ ქალბატონისა და მისი ოჯახის ცვლილებებზე.

„აღმოსავლეთის ქარი: დასავლეთის ქარი“
ავტორი პერლ ბაკი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამომცემელი John Day Company
გამოცემის თარიღი 1930
გვერდი 277
მომდევნო კარგი დედამიწა (1931)
ISBN 978-1-55921-086-7

შინაარსი რედაქტირება

ქვეი-ლენი ქორწინდება, მაგრამ მისი ქმარი სულაც არ აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც მოელის. ისინი არ ცხოვრობენ ქვეი-ლენის მშობლებთან (როგორც მოსალოდნელი იყო იმდროინდელ ჩინეთში). ქვეი-ლენის ქმარი ექიმია და ცოლის მიმართ ინტერესს არ იჩენს.მხოლოდ, ვალდებულების შესრულების შემდეგ უჩნდებათ ვაჟი.

ქვეი-ლენს უფროსი ძმა ჰყავს, რომელიც რამდენიმე წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ის მშობლებს ამერიკელ გოგონაზე დაქორწინების შესახებ ატყობინებს (არადა, მის მშობლებს უკვე შეერჩიათ ჩინელი ქალი, რომელსაც მისი ჩამოსვლის შემდეგ ცოლად შერთვას უპირებდნენ).

ქვეი-ლენის ძმა და მისი ცოლი, მერი, მიემგზავრებიან ჩინეთში, რათა დარწმუნდნენ მიიღებენ თუ არა გოგონას ქმრის მშობლები. ოჯახი გოგონას არ იღებს და ქვეი-ლენის ძმას ფულის მიცემასა და მერის ამერიკაში გასტუმრებას აიძულებენ. ქვეი-ლენის ძმა არ ასრულებს მშობლების ბრძანებას. მალე მასა და მერის პირველი ბავშვი გაუჩნდებათ.

კულმინაციისას ქვეი-ლენის დედა კვდება. ოჯახი ქვეი-ლენის ძმას განუცხადებს, რომ თუ მერიზე არ განქორწინდება და თავის ნიშნულს არ მოიყვანს, მას უფლებები ჩამოერთმევა. ის უარს ამბობს მერის მიტოვებაზე, ტოვებს მშობლების სახლს და ქვეი-ლენის სახლთან ახლოს, ბინაში გადადის საცხოვრებლად. ბავშვი იბადება და მშობელთა გულებს აკავშირებს (ამავდროულად, ორ კულტურასაც).

სქოლიო რედაქტირება