აღმასრულებელი ფუნქცია
აღმასრულებელი ფუნქციები - წარმოადგენს კოგნიტური პროცესების წყებას, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ პროცესებზე როგორიცაა დაგეგმვა, კონტროლი, ორგანიზება, სოციალური ქცევა სხვადასხვა ქცევითი სტრატეგიის განხორციელება შინაგანი და გარეგანი სტიმულების საპასუხოდ და ზოგადად ყველა პროცესს, რომელიც მეტაკოგნიტური კონტროლისთვისაა საჭირო[1].
ანატომიურ სტრუქტურას, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ თავმოყრილია აღმასრულებელი ფუნქციები წარმოადგენს შუბლის წილი. უფრო კონკრეტულად, შუბლის წილის სპეციფიკურ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელ ფუნქციებზე წარმოადგენს პრეფრონტალური ქერქი. ლურიას (1973) მიხედვით, პრეფრონტალური ქერქი მნიშვნელოვანია დაგეგმვისთვის, მიზნის ჩამოყალიბებისა და ქცევის რეგულაციისთვის - პროცესები, რომელიც ერთობლივად ცნობილია, როგორც აღმასრულებელი ფუნქციები[2]:
• ყურადღების განაწილება;
• ყურადღების შენარჩუნება;
•გადამუშავების სისწრაფე;
•ინიციირება;
•თანმიმდევრობის დაცვა;
•გადართვადობა (set shifting);
•კოგნიტური მოქნილობა