აღასი მამედოვი
აღასი აღაგიულ ოღლი მამედოვი (დ. 1 ივნისი, 1980, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მოკრივე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი. 2002 წლამდე ის გამოდიოდა თურქეთის ნაკრებში, აღასი აგაგიულოღლუს სახელით.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 ივნისი, 1980 (44 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
სიმაღლე | 169 |
წონა | 54 |
ქვეყანა | თურქეთი და აზერბაიჯანი |
2000 წელს, 20 წლის ასაკში, აღასიმ თურქეთის სახელით მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ფინალში დაამარცხა ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რუსი რაიმკულ მალახბეკოვი. სიდნეის ოლიმპიადაზე ის მეოთხეფინალში გავიდა, სადაც დამარცხდა (5-14) მომავალ ჩემპიონ კუბელთან გილერმო რიგონდოსთან. 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აღასი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ კვლავ გილერმო რიგონდოსთან დამარცხდა. 2000 წლის სიდნეის თამაშებზე იცავდა თურქეთის ნაკრების ღირსებას.
2001 წლის ბელფასტის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აგასი თურქეთიდან ბრუნდება მშობლიურ აზერბაიჯანში, იბრუნებს ნამდვილ სახელს და 2003 წელს ბანგკოკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე აზერბაიჯანის სახელით გამოდის. მეოთხედფინალში აღასი მამედოვი კვლავ გილერმო რიგონდოს ხვდება, მაგრამ ამჯერად ახერხებს მის დამარცხებას და საბოლოოდ აზერბაიჯანის კრივის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ოქროს მედალს იგებს, ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა გენადი კოვალევი (17:8). 2001 წელს მოიგო ტუნისში გამართული ხმელთაშუა ზღვის თამაშები. ფინალში დაამარცხა ტუნისელი ჰასან ჯილასი. [1]
2004 წელს აღასი აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე წავიდა სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. 1/32 ფინალში დაამარცხა ავსტრალიელი ჯოელ ბრუნკერი. 1/16 ფინალში დაამარცხა ბულგარელი დეტელინ დალაკლიევი, ანგარიშით 35:16. მეოთხედფინალში დაამარცხა უკრაინელი მაქსიმ ტრეტიაკი, ანგარიშით 32:12. ნახევარფინალში ანგარიშით 17:29 დამარცხდა ტაილანდელ ვორაპოჯ პეტჩკუმთან. ამის შედეგად მამედოვმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. [2] 2004 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა მედლით „პროგრესი“.[3]
თუმცა, იმავე 2004 წელს, აღასი მძიმე ავტოავარიაში მოყვა,[4] რა დროსაც მან თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. 2006 წელს მამედოვი დაუბრუნდა სპორტს, მაგრამ ვეღარ მოახერხა ასპარეზობის კვლავ მაღალ დონეზე გაგრძელება.
არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, „Azerterminalkompleks“-ის თანამშრომელი და საბაჟო სამსახურის კაპიტანი.
რესურები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Report
- ↑ Olympic Report
- ↑ Azərbaycan Milli Olimpiya komandası üzvlərinin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
- ↑ Бронзовый призер Афин по боксу попал в аварию