ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აღალი მუსალიმ ოღლუ იბრაჰიმოვი (აზერ. Ağaəli İbrahimov Müsəllim oğlu დ. 1946 წლის 6 თებერვალი, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის მდივანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი (2006), რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი (2018).

აღალი იბრაჰიმოვი
დაიბადა 6 თებერვალი, 1946(1946-02-06) (78 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო

ბიოგრაფია

რედაქტირება

აღალი იბრაჰიმოვი დაიბადა 1946 წლის 6 თებერვალს ქალაქ ბაქოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1960-1966 წლებში სწავლობდა აზიმ აზიმზადეს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სკოლაში, ხოლო 1969-1974 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში. 1966 წლიდან იბრაჰიმოვი არის ეროვნული და საერთაშორისო გამოფენების მონაწილე. მისი ნამუშევრები გამოიფინა რუსეთში, თურქეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, სირიაში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში.[1]

1966 წლიდან იბრაჰიმოვი არის ეროვნული და საერთაშორისო გამოფენების მონაწილე. მისი ნამუშევრები გამოიფინა რუსეთში, თურქეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, სირიაში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებში.

1975 წლიდან აღალი იბრაჰიმოვი არის აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი.

2002 წლის 30 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა წოდება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი“, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიენიჭა წოდება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი“. 2018 წლის 27 თებერვალს აღალი იბრაჰიმოვი გახდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ცხოვრობს ქალაქ ბაქოში.

  1. Ramid İbrahimov. Rəssam üçün birinci azadlıqdır, ikinci emalatxana Azərbaycan. anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23-5-2017.