აღაიანის ბრძოლა — 1625 წლის ბრძოლა ირანისა და კახეთის სამეფოს ლაშქრებს შორის. ადრე გაზაფხულზე შაჰ-აბას I-მა ყარჩიხა-ხანის სარდლობით საქართველოში გამოგზავნა ირანის დიდი ლაშქარი, რომელიც სოფ. აღაიანთან დაბანაკდა. ირანელთა მიზანი იყო კახელების გაწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება. ყარჩიხა-ხანმა კახეთის თავად-აზნაურთა რჩეული ლაშქარი თავისთან დაიბარა თითქოსდა შაჰის საჩუქრების გადასაცემად. კახელები „საჩუქრებისათვის“ კარვებში შეჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. 400-მდე კაცის მოკვლის შემდეგ ყიზილბაშთა მუხანათობა გამომჟღავნდა. კახელებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა კახეთისაკენ. ქართლ-კახეთი ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყების სამზადისს შეუდგა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 2, გვ. 47, თბ., 1977