აქციების პირველადი განთავსება
აქციების პირველადი განთავსება (ინგლ. Initial Public Offering, IPO) — კერძო კომპანიის აქციების პირველი საჯარო გაყიდვა, კომპანიაში კაპიტალის მოზიდვის მიზნით . გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამატებითი აქციების გამოშვებით, ისე კომპანიის აქციონერების მიერ უკვე არსებული აქციების გამოტანით ბაზარზე.
2006 წელს, მთელ მსოფლიოში, 247 მლრდ აშშ დოლარის საერთო ღირებულების 1729 IPO განხორციელდა . 2007 წელს ამ მაჩვენებლის სერიოზული გადამეტება იყო მოსალოდნელი . ფულადი გარიგებების მიხედვით, აშშ და ჩინეთი ლიდერობენ. უდიდესი IPO 2010 წელს ჩაატარა ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკმა, რომელმაც 22,1 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა კომპანიაში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://top.rbc.ru/economics/13/08/2010/449919.shtml დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine. (რუს.)