აქსარაის მუზეუმი (თურქ. Aksaray Müzesi) — მუზეუმი აქსარაიში, აქსარაის პროვინცია, თურქეთი.

აქსარაის მუზეუმი
38°21′40″ ჩ. გ. 33°59′38″ ა. გ. / 38.36111° ჩ. გ. 33.99389° ა. გ. / 38.36111; 33.99389
დაარსდა 1969
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა აქსარაი
ოფიციალური საიტი http://www.muze.gov.tr/tr/muzeler/aksaray-muzesi
Map

მუზეუმი მდებარეობს სახელმწიფო გზაზე D.750-ზე, რომელიც აქსარაის სამხრეთ თურქეთთან აკავშირებს. პირველი სამუზეუმო კოლექცია დაარსდა ზინჯირიე მედრესეში 1969 წელს. 2014 წელს გაიხსნა ახალი მუზეუმის შენობა. მუზეუმში დაცულია 15639 ექსპონატი.[1]

მუზეუმს 10 200 კვადრატული მეტრი ღია და 2 400 კვადრატული მეტრი დახურული ფართობი აქვს. სამსართულიანი შენობის ზოგადი იერი ჰგავს აქსარაის სელჩუკურ გუმბათებს და ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე გეოლოგიურ ფორმირებებს.

მუზეუმში 15 639 ექსპონატია. მათ შორის არის აქსარაის სტელა — ხეთური ქარის ღმერთის რელიეფიანი წარწერის ქვედა ნახევარი, რომელიც შესრულებულია ლუვიურ ენაზე.[2] გამოფენილია აგრეთვე ბიზანტიური ეპოქის 12 მუმია, მათ შორის 2 კატის მუმია.[3]