აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (რუს. Успенский храм) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ აქსაიში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი — რუსეთი
აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი აქსაის რაიონი
ადგილმდებარეობა ქ. აქსაი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100579000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მ. ამბროსიმოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1825

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, ქ. აქსაი, ჩაპაევის ქუჩა № 175.

აქსაის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორია იწყება 1822 წლის 15 სექტემბრიდან, როდესაც ვორონეჟისა და ჩერკასკის ეპარქიის ეპიკოპოსის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ეპიფანეს კურთხევით, მოხდა ტაძრის მშენებლობის დასაწყისი და საძირკველში ჩაიდო პირველი ქვა. ეკლესია აშენდა ტულელი ვაშრის დაფინანსებითა და არქიტექტორ ამბროსიმოვის პროექტის მიხედვით. ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა სამი წელი და სულ დაჯდა 135 000 რუბლი, რომელიც შეაგროვეს კერძო შემოწირულობებით.

ეკლესია აგებულია კლასიციზმის სტილში, ცნობილი არქიტექტორის მ. ა. ამბროსიმოვის პროექტის მიხედვით. ეკლესიის საკურრთხეველი აკურთხეს 1825 წელს.

ეკლესია არის ჯვარ-გუმბათოვანი სტილის, რომელსაც აქვს ოთხსართულიანი სამრეკლო. ეკლესიის ზომებია 38х16 მ.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კანკელი შექმნა მოსკოველმა კონტრაქტორმა იაკობ შერმა. კანკელის ზომებია 17х5 მ. 1837 წელს ძველი კანკელი ახლით შეცვალეს. ეკლესიის ინტერიერი მოხატეს ზეთოვანი საღებავით. მოხატულობის სიუჟეტები აიღეს ძველი და ახალი აღთქმიდან. 1892 წელს გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

ეკლესიას აქვს ოთხიარუსიანი 22 მეტრის სიმაღლის სამრეკლო. ეკლესიის შემადგენლობაში შედის ასევე ორსართულიანი აგურის შენობა, რომელშიც გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. აღნიშნული შენობა ჩაპაევის ქუჩაზე შემონახულია. 1930-იან წლებში აქ სწავლობდა მომავალში საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი ნიკოლაი გულაევი. ამჟამად შენობაში განთავსებულია ბავშვთა შემოქმედების ცენტრი.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობა გადაეცა სარემონტო ქარხანას „Сельхозтехника“-ს. მიუხედავად ამისა, ეკლესიის ინტერიერის ნაწილი ჩვენამდეა მოღწეული. 1995 წელს ეკლესიის მეორე სართული, რომელსაც ქარხანა კლუბად გამოიყენებდა, დაუბრუნდა მორწმუნეებს.

1995 წლის 28 აგვისტოს ეკლესიაში გაიმართა ღვთისმსახურება. ამავე წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 1997 წელს როსტოვის სახელმწიფო სამშენებლო უნივერსიტეტის სტუდენტმა რ. რიაზანოვმა პროექტის საფუძველზე დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. 1999 წელს აღადგინეს გუმბათიც. 2000 წელს მოხდა სამრეკლოს რეკონსტრუქციაც. 2001 წელს ეკლესიას დაადგეს ჯვარი[1][2].

მღვდელთმსახურები

რედაქტირება

ეკლესიაში 1871-1910 წლებში მოღვაწეობდა ექვსი აქსაიელი ეპისკოპოსი. ამავე პერიოდში აქსაიში მდებარეობდა ეპისკოპოსის კათედრაც.

ეკლესიაში მოღვაწე ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ ნიკანორი და ეპისკოპოსი ზაქარია (ლობოვი). მქადაგებელი ზაქარია ლობოვი და ნიკოლაი პოპოვი[3] მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით ორივე მქადაგებელის კანონიზირება მოხდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • В. Гладченко «Свято-успенский храм с золотыми куполами» // Победа; 2004г № 130—132.
  1. Аксай|Церковь Успения Пресвятой Богородицы. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  2. ИСТОРИЯ СВЯТО-УСПЕНСКОГО ХРАМА. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  3. Священномученик Николай Попов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-23. ციტირების თარიღი: 2017-06-28.