აქსაის სამების ეკლესია
აქსაის სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ აქსაიში, აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
აქსაის სამების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°15′16″ ჩ. გ. 39°52′23″ ა. გ. / 47.25444° ჩ. გ. 39.87306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | აქსაი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1783-1792 |
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნემდე დონის კაზაკებს არ ჰქონდათ ადგილობრივი ეკლესია. ისინი ლოცულობდნენ ეგვტერებში და სამლოცველო სახლებში. აქსაიში პირველი იყო სამების ეკლესია იგი გადაიტანეს 1764 წელს სტანიცა რატნენსკოიდან. მას იქ ეწოდებოდა მოციქულ ელიას სახელი. ეკლესიაში ასევე იყო მოწმე ფროლას და ლავრას საკურთხეველი. აქსაიში გადატანის შემდეგ ეკლესიამ მიიღო სამების სახელწოდება. ეკლესია აკურთხეს 1768 წლის 6 ნოემბერს.
აქსაიში მამა ვასილმა დაიწყო ქვის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია ააშენეს ხის ეკლესიის ზემოთ. ეკლესია შენდებოდა მრევლის სახსრებით, ასევე ვასილ ივანეს ძე მანკოვის შემოწირულობით. გარდაცვალების შემდეგ ვასილ მანკოვი დაკრძალეს აკლდამაში ეკლესიის მახლობლად.
ეკლესიას ჰქონდა კიდევ ორი საკურთხეველი, ჩრდილოეთისა წმინდა გიორგის სახელობისა, ხოლო სამხრეთისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. მოგვიანებით კიდევ ააშენეს ორი საკურთხეველი სატრაპეზოს ნაწილში. ოდიგიტრიის ღვთისმშობლის სახელობისა (1848) და დიდმოწამე ბარბარეს სახელობისა (1890). მრავალსართულიანი, ბაროკოს სტილში შესრულებული კანკელი დაამზადეს სანქტ-პეტერბურგში არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის პროექტის მიხედვით.
სამების ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით 10 წელი 1783 წლიდან 1792 წლამდე. ეკლესია აკურთხეს 1792 წლის 15 მაისს.
სამების ეკლესია აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. 1873-1875 წლებში მიმდინარეობდა კაპიტალური რემონტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Крылов А. Краткое жизнеописание священника Аксайской Троицкой церкви Василия Петрова (+1790). Новочеркасск. 1884, с. 13-15.
- Крылов А. Аксайская икона Божией Матери Одигитрии. Новочеркасск. 1890, с. 6-8.
- Пивоваров А. Воспоминание об Августейшем посещении земли войска Донского Его Императорским Высочеством Государем Наследником Цесаревичем, Атаманом всех казачьих войск, в 1850 году. СПб., 1850, с. 4.
- Гладченко «Троицкая Церковь — утраченная достопримечательность Аксая» // Победа; 2005г № 142-145