აქინ იოზთურქი
აქინ იოზთურქი (თურქ. Akın Öztürk; დ. 21 თებერვალი 1952, გუმუშჰანე, თურქეთი) — თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი, რომელიც თურქეთის საჰაერო ძალების 30-ე მეთაური იყო, 2015 წლის 4 აგვისტომდე.[1] სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ის მაინც აგრძელებდა თავის მოვალეობის შესრულებას, როგორც უზენაესი სამხედრო საბჭოს წევრი.
აქინ იოზთურქი | |
---|---|
Akın Öztürk | |
ეროვნება | თურქეთი |
დაბადების თარიღი | 21 თებერვალი, 1952 |
დაბადების ადგილი |
გუმუშჰანე თურქეთი |
კუთვნილება | თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები |
ჯარის სახეობა | საჰაერო ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1973-2016 |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები | Operation Deny Flight |
ჯილდოები | იხ. ქვემოთ |
იოზთურქი დააკავეს 2016 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების დროს წამყვანი როლის თამაშის ბრალდებით. მას ჩამოართვეს ყველა მისი სამხედრო წოდება და ბრალი დასდეს საზოგადოებრივი წესრიგის, ტერორიზმის, შეთქმულების და ღალატის გამო.[2][3] იოზთურქმა უარყო ყველა ბრალდება.
2016 წლის გადატრიალების მცდელობა
რედაქტირებააქინ იოზთურქი იმ 2 839 სამხედრო პირებს შორისაა, რომლების 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს 2016 წლის 16 ივლისს.[4][5] გაზეთ Hürriyet-ის ცნობით, მას ბრალად ედება გადატრიალების მცდელობის ლიდერობა.
ჯილდოები
რედაქტირებაგენერალ იოზთურქს მიენიჭა ნატოს მედალი, თურქეთის შეიარაღებული ძალების პატივცემული სამსახურის მედალი, თურქეთის შეიარაღებული ძალების ღირსების მედალი და პაკისტანის "Nishan-e Imtiaz"-ის მედალი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Who is Akin Öztürk?
- ↑ Who is General Akin Ozturk? Former air force commander reportedly behind Turkey coup attempt
- ↑ Suspected Turkey Coup Leader Served as Military Attaché to Israel
- ↑ At least 1,563 pro-coup military personnel detained across Turkey
- ↑ |title=Turkey: Mass arrests after coup bid quashed, says PM