აქილევსის ლარნაკმწერი

აქილევსის ლარნაკმწერიძვ. წ. V საუკუნის უცნობი ძველბერძენი ლარნაკმწერი. მხატვარს ეს პირობითი სახელი ეწოდა ამჟამად ვატიკანის მუზეუმში დაცული ამფორის მიხედვით, რომელზეც გამოსახულია აქილევსი და ბრიზეიდა. მას 200-ზე მეტი მხატვრობა მიეწერება.

„ოიდიპოსი და სფინქსი“. ამფორა, ძვ. წ. 440–430 (ანტიკური ხელოვნების სახელმწიფო კოლექცია, ბერლინი).

მოღვაწეობდა ათენში პერიკლეს დროს (დაახლ. ძვ. წ. 461-429), იყო ფიდიასის თანამედროვე. მისი სახელობითი ლარნაკი (დაახლ. ძვ. წ. 450) ანტიკური წითელფიგურებიანი კერამიკის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. „აქილევსის ლარნაკმწერს“ მიაკუთვნებენ ასევე ლეკითოსებს — დაკრძალვის სარიტუალო ჭურჭლებს ფერადი ფიგურებით თეთრ ფონზე — რომლებიც ძველბერძნული მონუმენტური მხატვრობის ყველაზე სარწმუნო წყაროდ ითვლება.

ლიტერატურა

რედაქტირება