აფხაზეთის ხმა (რადიო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთის ხმა.

რადიო „აფხაზეთის ხმა“ — არაკომერციული საინფორმაციო, მუსიკალური, შემეცნებითი და გასართობი ფორმატის რადიომაუწყებელი საქართველოში. დაარსდა 2007 წელს, 2008 წლიდან კი იგი საქართველოს უდიდესი ნაწილის ლიცენზირებული მაუწყებელია.

რადიო „აფხაზეთის ხმის“ ძირითადი მიზანია აფხაზეთის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ქართველ და აფხაზ ხალხს შორის მეგობრობის აღდგენა. ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არაა ქართულენოვანი, მაუწყებლობა ორ ენაზე — ქართულად და რუსულად ხორციელდება. რადიო 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება