აფშერონის არქიპელაგი

აფშერონის არქიპელაგი[1] (აზერ. Abşeron arxipelaqı) — აზერბაიჯანის შუა-აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული კასპიის ზღვის მიმდებარე კუნძულთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის: ბოიიუქ-თავა, ქიჩიქ-თავა, ჩილოვის კუნძული, ფირალაჰი, ყუ, თავაალთი, ქოლთიში, ყარაბათდაღი, დარდანელი და იალი. ყველა კუნძულის გარშემო სიღრმე შედარებით მცირეა. არქიპელაგის ყველა კუნძული ფაქტობრივად ვაკე-ნიადაგებია.[2] კუნძულების უმრავლესობა უდაბნოს ან ნახევრადუდაბნოს წარმოადგენს, ძალიან იშვიათად წარმოქმნილი მცენარეულობით. ბევრ კუნძულებზე არის კასპიური სელაპების სადგომები. უმსხვილეს კუნძულებზე მოსახლეობის მიერ კულტივირებულია ნაყოფის მომტანი ხეები.

აფშერონის არქიპელაგი
მშობ. სახელი: აზერ. Abşeron arxipelaqı
გეოგრაფია
მდებარეობა კასპიის ზღვა
კოორდინატები 40°20′ ჩ. გ. 50°40′ ა. გ. / 40.333° ჩ. გ. 50.667° ა. გ. / 40.333; 50.667
კუნძულთა რაოდენობა <10
მთავარი კუნძული ფირალაჰი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

სქოლიო რედაქტირება

  1. Azərbaycan Milli Ensiklopediyası Bakı 2007
  2. Апшеронский архипелаг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-12.