აფრიკული ფეტვი
აფრიკული ფეტვი, ზანგური ფეტვი (Pennisetum typhoides; Pennisetum spicatum) — ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. სიმაღლე - 1-3 მ, აქვს გრძელი ფართო ფოთლები და ტაროსებრი საგველა ყვავილედი.
მისი სამშობლოა აფრიკა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებსა და ინდოეთში კულტივირებულია პურეულად, ხოლო სამხრეთ ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში
იყენებენ საქონლის საკვებად. გვალგამძლეა. კარგ მოსავალს იძლევა. აფრიკული ფეტვის მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ცხომებს. იყენებენ ფქვილად, ბურღულად, ლუდისა და არყის გამოსახდელად და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სახოკია მ., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977