აფრერას ტბა
აფრერას ტბა (ინგლ. Lake Afrera; გიულეტის ტბა) — მლაშე ტბა ჩრდილოეთ ეთიოპიაში. მდებარეობს კილბეტ რასუში, აფარის რეგიონში. ტბა მიწისქვეშა ნაკადებით საზრდოობს.
აფრერას ტბა | |
---|---|
Lake Afrera | |
კოორდინატები: 13°17′00″ ჩ. გ. 40°55′ ა. გ. / 13.28333° ჩ. გ. 40.917° ა. გ. | |
მდებარეობა | ეთიოპია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | -112 მ |
ფართობი | 114.8[1][2] კმ² |
მოცულობა | 2.4 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 20.9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 80 მ |
ასევე ცნობილია როგორც „გიულეტის ტბა“. ეს სახელი რაიმონდო ფრანჩეტიმ დაარქვა იტალიელი მკვლევრის, ჯუზეპე მარია გიულეტის საპატივსაცემოდ, მას შემდეგ, რაც იგი აფარელებმა მოკლეს ტბის სამხრეთ-დასავლეთით[3]. ტბის კიდევ ერთი სახელია „ეგოგი“, ამ სახელწოდების შესახებ, 1928 წელს, აფარელმა გიდმა უამბო ლ. მ. ნესბიტს, ვინაიდან იგი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც ტბა იხილა.[4]
აფრერას ტბის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ფრანჩეტის კუნძული, რომელიც ასევე „დესეტის“ სახელითაა ცნობილი. იგი მსოფლიოს ყველაზე ქვემოთ მდებარე ტბად ითვლება.[5]
ეთიოპიის სხვა მლაშე ტბებისგან განსხვავებით, აფრერას ტბის pH საკმაოდ დაბალია. ტბის ფაუნა კარგად არაა შესწავლილი, მაგრამ ამ დროისთვის ტბაში აღმოჩენილია თევზის რამდენიმე ენდემური სახეობა: Danakilia franchettii და Aphaniops stiassnyae.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lake profile: Afrera ye'ch'ew (accessed 27 April 2007)
- ↑ Robert Mepham, R. H. Hughes, and J. S. Hughes, A directory of African wetlands, (Cambridge: IUCN, UNEP and WCMC, 1992), p. 168
- ↑ Jon Kalb, Adventures in the Bone Trade (New York: Copernicus Books, 2001), p. 72
- ↑ Nesbitt, Hell-Hole of Creation: The Exploration of Abyssinian Danakil (New York: Alfred A. Knopf, 1935), p. 337
- ↑ Philip Briggs, Ethiopia: The Bradt Travel Guide, 5th edition (Chalfont St Peters: Bradt, 2009), p. 314
- ↑ "527: Western Red Sea Drainages" დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine. , Freshwater ecosystems of the world website (accessed 11 November 2009)