აფინაჟი, (ფრანგ. affinage < affiner „გაწმენდა“) — მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების პროცესი, ლითონთა რაფინირების ერთ-ერთი სახეობა. პროცესი ხორციელდება კეთილშობილი ლითონების დაყოფისა და მათგან მინარევების გამოყოფის გზით. ცნობილია აფინაჟის სამი მეთოდი: ელექტროლიზური, სველი და მშრალი.

ელექტროლიზურ მეთოდს ძირითადად ოქროსა და ვერცხლის აფინაჟითვის იყენებენ (კათოდზე დაილექება სუფთა ლითონი, მინარევი კი ლამის სახით გამოიყოფა). ამ წესით მიიღება 999,9 სინჯის ოქრო.ელექტროლიზური მეთოდის გამოყენებისას ტექნოლოგიური პროცესი ნაკლებ ხარჯს მოითხოვს; ამასთანავე მიღებული ლითონი მაღალი სიწმინდისაა. ამ მეთოდით მიიღება აგრეთვე პლატინის ჯგუფის ლითონები რომელიმე სხვა ლითონის ტანაპროდუქტების სახით;

სველი მეთოდით (ლითონების თეზაფში გახსნა და შემდეგ სხბვადასხვა რეაგენტით ხსნარებიდან მათი გამოყოფა), იღებენ პლატინას, პლადიუმს, ირიდიუმს, რადიუმსა და ამ ჯგუფის სწხვა ლითონება;

მშრალი მეთოდით — ოქროს (გამდნარ ლითონს ამუშავებენ ქლორით, რის შედეგად არაკეთილშობილი მინარევებისაგან წარმოქმნილი ქლორიდები აქროლდება, ვერცხლის ქლორიდი კი ამოტოვტივდება გამდნარი სუფთა ოქროს ზედაპირზე). ოქროს სინჯის 996,5, ქლორიდიდან აღდგენილი ვერცხლისა კი — 999,0.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Плаксин И. Н., Металлургия благородных металлов, М., 1958;
  • ქსე, ტ. 2, გვ. 17, თბ., 1977