ატოტონილკოს ტაძარი

ატოტონილკოს ტაძარი (ესპ. Santuario de Atotonilco) — ეკლესიის კომპლექსი მექსიკის გუანახუატოს შტატში. ქალაქ სან-მიგელ-დე-ალიენდესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კომპლექსი XVIII საუკუნეში მამა ლუის ფელიპე ნერი დე ალფარომ ააშენა. ტაძარი მდიდარია მექსიკური ბაროკოს სტილში შესრულებული ფრესკებით, რომლებიც ძირითად ნავსა და კაპელებზეა შესრულებული. მოხატვითი სამუშაოები ოცდაათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტონიო მარტინეს დე პოკასანგრეს ხელმძღვანელობით, რის შედეგადაც ტაძარი ევროპულ და ლათინოამერიკული კულტურების გაცვლის ნიმუში გახდა.

თავდაცვითი ქალაქი სან-მიგელ-დე-ალიენდე და ატოტონილკოს იესო ნაზარეველის ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი


ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 20°00′18″ ჩ. გ. 100°47′19″ დ. გ. / 20.00500° ჩ. გ. 100.78861° დ. გ. / 20.00500; -100.78861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1274
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1274
ინგლ.რუს.ფრ.

კომპლექსი მოიცავს ძირითად ეკლესიასა და რამდენიმე პატარა კაპელას. მათ ყოველკვირეულად დაახლოებით 5 000 ადამიანი სტუმრობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება