ასჰაბი-კაჰფი (გამოქვაბული)

ასჰაბი-კაჰფი — საკურთხეველი ბუნებრივ გამოქვაბულში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ნახიჩევანის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ასჰაბი-კაჰფის გამოქვაბული

უძველესი დროიდან აშაბი-კაჰფი წმინდა ადგილად ითვლება. ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ამ ადგილას მოსალოცად მიდის[1].

გამოქვაბულის ბუნებრივი სტრუქტურა და გეოგრაფიული პირობები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ადრეული დასახლებაა. გამოქვაბულის შესასვლელში წყარო იყო. მაგრამ მოგვიანებით ეს წყარო დაშრა. „ასჰაბი-კაჰფში“ აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მითითებით 1998 წელს განხორციელდა. აშენდა მეჩეთი, დაიგო გზა და მომლოცველთა კარგი და სათანადო პირობებისთვის ყველაფერი შესრულდა[2].

ასჰაბი-კაჰფის მნიშვნელობა არაბულად „გამოქვაბულის მფლობელებს“ ნიშნავს. აშაბი-კაჰფი მოხსენიებულია ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის მე-18 თავში, სადაც საუბარია ახალგაზრდა მორწმუნეთა ჯგუფზე, რომლებიც დაუპირისპირდნენ მათ, ვინც ღმერთის გარდა სხვებს ეთაყვანებოდა და დევნისგან თავის დასაღწევად გამოქვაბულში დაიმალა. ყურანის მიხედვით, მორწმუნე ახალგაზრდათა რაოდენობა და მათი ყოფნის ხანგრძლივობა მხოლოდ ღმერთმა იცის. წმინდა ყურანში აღწერილი მოვლენა ასევე ჩანს ლეგენდებში ასჰაბი-კაჰფის შესახებ.