ასურეთული თეთრი
ასურეთული თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ ან ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსი. გვხვდება დატოტვილი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კანი საშუალო სისქის აქვს, ცვილისებრი ფიფქით ძლიერ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 48