ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა
ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა — მშენებარე სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზას. პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის და ინდოეთის სატრანსპორტო და საინფორმაციო მაგისტრალების ინტეგრირება[1].
ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა | |
---|---|
| |
მონაცემები | |
რეგიონი | აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი |
ისტორია
რედაქტირებარკინიგზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება სამმა მხარემ 2005 წელს მოაწერა[2]. ის ითვალისწინებს სარკინიგზო სეგმენტების მშენებლობას ირანში დაახლოებით 350 კილომეტრის სიგრძით და აზერბაიჯანში ასტარასა და აზერბაიჯან-ირანის საზღვარს შორის 8,5 კილომეტრის სიგრძით. პროექტი ასევე ითვალისწინებს აზერბაიჯანში არსებული რკინიგზის რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს[3]. რკინიგზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო.
ასტარა-რეშთ-ყაზვინის სარკინიგზო პროექტი ითვალისწინებს ირანის ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანულ ასტარას ირანულ ქალაქებთან ასტარასთან, რეშთთან და ყაზვინთან[4].
2009 წელს ირანულმა მხარემ დაიწყო რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა რეშთსა და ყაზვინს შორის[5]. რკინიგზის მასშტაბით აშენდა 22 გვირაბი და 15 ხიდი, რომელთა საერთო სიგრძე, შესაბამისად, 25 და 8 კილომეტრია.
2018 წლის 22 ნოემბერს ყაზვინ-რეშთის რკინიგზაზე პირველი საცდელი მატარებელი ამოქმედდა. ამ 164 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის მთავარი ცერემონია 2019 წლის 6 მარტს შედგა.
ასტარა - რეშთის მონაკვეთის სიგრძეა 165 კმ[6]. პირველმსა საცდელმა სატვირთო მატარებელმა რუსეთიდან ირანულ ასტარაში 2018 წლის 8 თებერვალს მიაღწია[7].
2018 წლის მარტის ბოლოს ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარა (ირანი) მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, რკინიგზის ირანის მონაკვეთი, ასტარას სადგურთან და ახლად აშენებულ სატვირთო ტერმინალთან ერთად, იჯარით გადაეცა აზერბაიჯანს 25 წლიანი ვადით[8][9]. 11 თვის განმავლობაში ამ რკინიგზით 270 ათას ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა[10].
აზერბაიჯანმა ირანს 500 მილიონი დოლარის შეღავათიანი სესხი გამოუყო ასტარა-რეშთის მონაკვეთის მშენებლობისთვის[11]. ფილიალის მშენებლობის დასასრულებლად რუსეთი 2030 წლისთვის 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს[3].
2023 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება რეშთ-ასტარას რკინიგზის მშენებლობაზე. მონაკვეთის მშენებლობა 3 წელიწადში იგეგმება[12].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Железная дорога Решт — Астара изменит политику России
- ↑ Сотрудничество Ирана и России в строительстве маршрута Решт – Астара
- ↑ 3.0 3.1 Россия собралась дать Ирану денег на строительство железной дороги
- ↑ КАЗВИН-РЕШТ-АСТАРА ИЛИ ИРАН-АРМЕНИЯ?
- ↑ Представитель минтранса ИРИ рассказал о преимуществах проекта «Север-Юг» для Азербайджана и Ирана
- ↑ Строительство ж/д Решт-Астара активизирует транспортный коридор "Север-Юг" - Рустам Гасеми
- ↑ Тестовый поезд пущен из Азербайджана в Иран по железной дороге
- ↑ Азербайджан инвестирует $60 млн в железнодорожную станцию в Иране
- ↑ Азербайджан увеличит пропускную способность грузового терминала в Астаре
- ↑ Джавид Гурбанов: Экономические связи между Азербайджаном и Ираном еще больше укрепятся
- ↑ Qazvin- Rasth railway opens today
- ↑ Иран и Россия достигли соглашения по железной дороге Рашт-Астара