ასპერნის წერილები
ასპერნის წერილები (ინგლ. The Aspern Papers) 一 ამერიკელი მწერლის, ჰენრი ჯეიმზის რომანი, რომელიც, თავდაპირველად, გამომცემლობა The Atlantic Monthly-ში, 1888 წელს, გამოქვეყნდა. ნაწარმოები კრიტიკოსთა მიერ ჯეიმზის შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომადაა აღიარებული. მისი დაწერის შთაგონება ავტორს იმ წერილების დახმარებით მოუვიდა, რომელთაც ცნობილი ბრიტანელი პოეტი, პერსი შელი საკუთარი მეუღლის, მერი შელის ნახევარდას, კლარა კლერმონტს უგზავნიდა.
„ასპერნის წერილები“ | |
---|---|
The Aspern Papers | |
პირველი გამოცემა | |
ავტორი | ჰენრი ჯეიმზი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამოცემის თარიღი | 1888 |
მედია | ბეჭდური |
თავად ავტორი იმდენად აღფრთოვანებულიყო ამ ნაშრომით, რომ The New York Edition-ის მიერ გამოცემულ საკუთარ ანთოლოგიაში ის მან საუკეთესო თორმეტ ნაწარმოებს შორის პირველ ადგილზე დააყენა, რითაც წინ უსწრებდა მის არანაკლებ ცნობილ ნაწარმოებსაც 一 მარწუხებში. ამაში მას თვით კრიტიკოსებიც ეთანხმებოდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ „წიგნი გასხივოსნებულია საიდუმლო ისტორიის რიტმული ტემპით და დაძაბულობით; და ორმაგი კულმინაცია ამ ისტორიას მაღალ დრამატულობას ჰფენს“. [1]
სიუჟეტი
რედაქტირებაუსახელო მთხრობელი სპეციალური მისიით ჩადის იტალიის ქალაქ ვენეციაში. მას ევალება მოძებნოს ცნობილი ამერიკელი პოეტის, ჯეფრი ასპერნის ყოფილი საყვარელი, ჯულიანა ბორდერო, რომლის დახმარებითაც შეძლებს საკუთარი ორგანიზაციისთვის დეტალური ინფორმაციის მოძიებას ლიტერატურული შემოქმედის შესახებ. ნარატორი ქალს საკუთარ თავს წარუდგენს, როგორც „პოტენციურ თანაბინადარს“, ანდაც მდგმურს და მზადაა, მიმართოს მოხუცის დისშვილს, მის ტიტას, იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი მას საჭირო წერილების პოვნაში დაეხმარება. სიუჟეტის დასაწყისში, მის ტიტა უარყოფს მსგავსი წერილების არსებობას, რაც აიხსნება ნარატორის ვენეციაში ჩასვლამდე მისივე კოლეგისადმი მიწერილ წერილშიც (რომელიც, აგრეთვე, ქალბატონისა და მისი დისშვილის გამოტყდომას ემსახურებოდა). გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონ ბორდეროს, ფიზიკური მოცემულობიდან გამომდინარე, წერა არ შეუძლია, მის მაგივრად საპასუხო წერილს მის ტიტა აგზავნის, რომელშიც ის წერს, რომ მსგავსი წერილების არსებობის შესახებ მას არაფერი სმენია, თუმცა, როგორც ნარატორი, ისევე მისი კოლეგა, დარწმუნებულნი არიან, რომ მის ტიტა წერილში არ აქსოვდა საკუთარ შეხედულებებს და რომ ეს ყველაფერი ქალბატონი ბორდეროს მითითებებს ექვემდებარებოდა.
მოგვიანებით, ქალბატონი ჯულიანა სთავაზობს მთხრობელს საკუთარი ძვირფასი ფოტოს მიჰყიდვას, რომელზეც თავად და ბატონი ჯეფრი ასპერნი არიან გამოსახულნი (მოგვიანებით, ამ პორტრეტს თავად მის ტიტა აჩუქებს მას, სრულიად უფასოდ). ქალბატონი ჯეფრი ასპერნს საუბრისას არ ახსენებს, თუმცა მთხრობელი მაინც დარწმუნებულია, რომ ის ჯეფრი ასპერნის არაერთი წერილის მფლობელია. როდესაც მოხუცი სნეულდება და ლოგინად ვარდება, ნარატორი მის ოთახში შედის იმ იმედით, რომ საკუთარი ხელით გაჩხრიკავს ქალბატონის ოთახს და იპოვის მის წერილებს, თუმცა, პროტაგონისტის საუბედუროდ, მოხუცებული მას ფაქტზე დაიჭერს და „გამომცემელ ნაძირალას“ უწოდებს. ამ მოვლენიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში მთხრობელი ბორდეროს სახლიდან შორს მიდის, ხოლო როცა უკან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ ქალბატონი ჯულიანა ბორდერო გარდაიცვალა. ამის შემდეგ მის ტიტასა და მთხრობელს შორის შედგება დიალოგი, რომლის დროსაც მის ტიტა მიანიშნებს მას იმასთან დაკავშირებით, რომ წერილების ფლობა მხოლოდ მისი ცოლად შერთვის შემთხვევაში ძალუძს.
მთხრობელი თავს, ერთგვარად, დამცირებულად იგრზნობს და კვლავ გარბის სასახლედან. თავიდან, ის გრძნობს რომ წერილები მის ხელში ვერასდროს აღმოჩნდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მაინც მოუნდება შინ მიბრუნება, მის ტიტას მოსანახულებლად. როდესაც ის ბრუნდება მის ტიტას სანახავად, ქალი ემშვიდობება მას და ეუბნება, რომ მან „ყველა წერილი სათითაოდ დაწვა“. მთხრობელი სანუკვარ მიზანს ვერ აღწევს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ ქალბატონი ბორდეროსა და ჯეფრი ასპერნის სურათს გაყიდის, აღნიშნულ ფულს ის მის ტიტას გადაუგზავნის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Tales of Henry James: The Texts of the Tales, the Author on His Craft, Criticism edited by Christof Wegelin and Henry Wonham (New York: W.W. Norton & Company, 2003) ISBN 0-393-97710-2
- The Tales of Henry James by Edward Wagenknecht (New York: Frederick Ungar Publishing Co., 1984) ISBN 0-8044-2957-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Edel, Leon (1960). Henry James, p. 27. University of Minnesota Press.