ასლი და კიარამი (ოპერა)

ასლი და კიარამი (აზერ. Əsli və Kərəm) — უზეურ გაჯიბეკოვის მეხუთე ოპერა ოთხ მოქმედებად და ექვს სურათად. ლიბრეტო დაწერილია თავად კომპოზიტორის მიერ ამიერკავკასიაში ფართოდ ცნობილი ამავე დასახელების აშუღური დასთანის მოტივების მიხედვით.

ასლი და კიარამი
აზერ. Əsli və Kərəm
უზეირ ჰაჯიბეკოვი ოპერა
ლიბრეტისტი უზეირ ჰაჯიბეკოვი
ენა აზერბაიჯანული
ეფუძნება დასთანი „ასლი და კიარამი“
პრემიერა 18 (31) მაისი 1912
აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერაში შექებულია სიყვარულის უძლეველი ძალა და ადამიანის სულიერი სილამაზე, გამოხატულია პროტესტი ფეოდალური ურთიერთობებისა და ნაციონალისტური ტენდენციების წინააღმდეგ, რომლის პროპაგანდას ეწეოდნენ კლერიკალური წრეების წარმომადგენლები.[1]

ოპერის პრემიერა გაიმართა 1912 წლის 18 (31) მაისს ამჟამინდელ აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სპექტაკლის რეჟისორი იყო ჰუსეინ არაბლინსკი, დირიჟორობდა თავად ავტორი.[2]

შემდგომში ოპერა დაიდგა კავკასიის, შუა აზიისა და ირანის სხვადასხვა ქალაქებში.

  1. «Асли и Керем». Электронная энциклопедия Узеира Гаджибекова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23.
  2. В Азербайджанском театре оперы и балета состоится премьера