ასი ახალი ნოველა
"ასი ახალი ნოველა" ("Cent Nouvelles Nouvelles"), ნოველების კრებული, ფრანგული პრერენესანსის ძეგლი. გამოიცა დაახლოებით 1462 წელს. ავტორად დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მეფე ლუი XI ვალუა, რომელმაც თითქოს ავტორობა ანტუან დე ლა სალს დაუთმო. ძეგლი ემყარება ზეპირ ხალხურ ტრადიციასა და ფაბლიოს, გამსჭვალულია დემოკრატიული სულისკვეთებით, ასახავს ეროვნულ ფრანგულ ხასიათსა და ყოფა-ცხოვრებას. მასში გამოყენებულია ცალკეული სიუჟეტები ბოკაჩოს "დეკამერონიდან", ფ. საკეტის, ჯ. ფ. ბრაჩოლინისა და სხვების თხზულებებიდან. "ასი ახალი ნოველა" ფრანგული პროზაული ნოველის სათავეა. იგი აღორძინების ეპოქის ბევრი ფრანგი მწერლის (ფ. რაბლეს, ბ. დეპერიესა და სხვა) შთაგონების წყარო გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 1, გვ. 630, თბ., 1975