არშაკ ბარხუდაროვი

არშაკ ბარხუდაროვი (დ. 1870, ტფილისი — გ. უცნობია) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. სომხური ნაციონალისტური პარტიის ლიდერი. 1885 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო კადეტთა პარტიის წევრი.

1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა კადეტთა პარტიამ. პარლამენტში იყო სომეხთა ნაციონალისტური ფრაქციის თავმჯდომარე. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 65.