არშაველ (არიკ) ფილიპეს ძე შენგელია (დ. 1938 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი (1993).[1] სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა ტყვედ აიყვანეს მინისტრთა საბჭოს შენობიდან და დახვრიტეს.[2] მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თბილისში გადმოსვენება მოხდა 2017 წელს. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2018).[3]

სქოლიო რედაქტირება



  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.